ქართველმა რეჟისორმა სოფიაში მთავარი პრიზი მოიგო

ახალგაზრდა რეჟისორმა სოფიაში მთავარი პრიზი მოიპოვა. რიგით მე-20 სოფიის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა Sofia Meetings, რომელმაც კინომოღვაწეებს უკვე მე-13-ედ უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში რეჟისორებმა, პროდიუსერებმა და დისტრიბუტორებმა ახალი პროექტები წარადგინეს. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, Sofia Meetings-ის მონაწილე ქართველი დეა კულუმბეგაშვილი პროექტით „დაისი“ მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. მას ფულადი ჯილდო 50 000 ევრო გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები