სამების ტაძრის ეზოში შესვლა 12 საათის შემდეგ იქნება შესაძლებელი

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შესვლა 12 საათის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ტაძარში ხანძრის შემდგომი გაწმენდითი სამუშაოები წუხელ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი შესაძლოა ელექტროსადენებიდან გაჩნდა.
ხანძრის შედეგებს ადგილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, სადაც სამების ახალგაზრდული ცენტრია განთავსებული, გუშინ შუადღის 14:00 საათისთვის გაჩნდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები