ლეგენდარული პიანისტი ლიზა ლეონსკაია თბილისში ორ კონცერტს გამართავს
ეროვნული მუსიკალური ცენტრის მოწვევით, თბილისში კონცერტებს ლეგენდარული პიანისტი, ლიზა ლეონსაკია გამართავს. ლიზა ლეონსკაია ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის მოწვევით ორ კონცერტს გამართავს.
დღეს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ლიზა ლეონსკაია ეროვნულ სიმფონიურ ორკეტრს 90 წლის იუბილეს მიულოცავს, ხოლო 22 მარტს, რუსთაველის თეატრში სულხან ციცნაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოში მიიღებს მონაწილეობას. ოპერის თეატრში ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ბეთჰოვენის მე-3 საფორტეპიანო კონცერტი შესრულდება. სკრიაბინის საორკესტრო შედევრი – პოემა „ექსტაზი“ კი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დასარტყამ საკრავთა ჯგუფის სოლისტის, დიანა მეტრეველის ხსოვნას მიეძღვნება.