რუსი უფლებადამცველი – სავჩენკოს განაჩენი მისი გაცვლის პროცესის დასაწყისი იქნება

უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის, ნადეჟდა სავჩენკოს წინააღმდეგ განაჩენის გამოცხადება მინსკის შეთანხმებების საფუძველზე მისი გაცვლის პროცესის დასაწყისი იქნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს ხელმძღვანელი მიხეილ ფედოტოვი აცხადებს.
„იმედი გვაქვს, რომ მინსკის შეთანხმებების პრინციპი – „ყველას ყველაზე“ გაცვლის პრინციპის შესახებ გამოყენებული იქნება როგორც ნადეჟდა სავჩენკოს, ასევე რუსეთის მოქალაქეების – ალექსანდროვის, იეროფეევის და სხვების მიმართ“, – განუცხადა ფედოტოვმა „ბი-ბი-სის“.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მარტის დასაწყისში განაცხადა, ის მზად არის, სავჩენკო გაცვალოს, თუ ასეთი წინადადება მოსკოვიდან წამოვა. ნადეჟდა სავჩენკოს, რომელსაც რუსი ჟურნალისტების დაღუპვაში ედება ბრალი, რუსეთის ქალაქ დონეცკის სასამართლომ განაჩენი დღეს უნდა გამოუტანოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები