სტამბოლის ტერაქტის შემსრულებელის ვინაობა ცნობილი გახდა

ტურქეთის დედალაქში, სტამბოლში მომხდარი ტერორისტული აქტის შემსრულებული პირის ვინაობა ცნობილია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის ეთნიკური თურქი მეჰმედ ოზთურქია. სავარაუდოდ, ოზთურქი ტერორისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია.
სამართალდამცველები კიდევ ორ პირს ეძებენ, რომელთა ვინაობაც არ სახელდება. შეგახსენებთ, რომ 19 მარტს სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 36 კი მძიმედ დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები