საფრანგეთი-ბელგიის საზღვარზე შესაძლოა უსაფრთხოების ზომები გამკაცრდეს
საფრანგეთი-ბელგიის საზღვარზე შესაძლოა უსაფრთხოების ზომები გაძლიერდეს. “ბი-ბი-სის” ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა დღეს განაცხადა.როგორც მან განმარტა, ზომების გამკაცრება პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამის დაკავების შემდეგ გადაწყდა, რადგან ახალი თავდასხმების რისკი გაიზარდა. ამ ეტაპზე საფრანგეთის საზღვარს 5 ათასი პოლიციელი იცავს.