ქუთაისის სახაჭაპურეში გაზის ბალონის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში აფეთქება მოხდა. ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სახაჭაპურეში, მაღალი წნევის შედეგად, გაზის ბალონიდან ბუნებრივმა აირმა გაჟონა და აფეთქდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი მსუბუქად დაშავდა, ერთი კი შოკურ მდგომარეობაშია. სამივე დაშავებული ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები