ავარიაში მოყოლილი დეპუტატების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თერჯოლის გადასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული უმრავლესობის დეპუტატების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კვირას“ საპარლამენტო უმრავლესობის პრესსამსახურში განუცხადეს, სამივე მათგანი სავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დეპუტატების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის სამი დეპუტატი – გიორგი ფეიქრიშვილი, თენგიზ ხუბულური და მახირ დარზიევი ავტოავარიაში მოჰყვნენ. შემთხვევა თერჯოლის გადასახვევთან მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. როგორც კვირას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 3-მა პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. მათივე ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები