„13… თიბათვისა“-ს პრემიერა თოჯინების თეატრში გაიმართება

დღეს, 20:00 საათზე, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი პრემიერას „13… თიბათვისა“-ს წარმოადგენს. ერთმოქმედებიანი დადგმა „13…თიბათვისა“, 13+ ასაკის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი.
სპექტაკლით რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი მაყურებელს 13 ივნისს მომხდარ ტრაგედიას გაახსენებს.
„ამ მოვლენებით დაზარალებული ადამიანები დროის სვლასთან ერთად კარგავენ აქტუალურობას და ადგილს „მოკლე მეხსიერების ნაგავსაყრელზე“ იკავებენ. რას გრძნობ, როცა წყალი გფარავს, როცა მას შენი სურვილების საწინააღმდეგო მიმართულებით მიჰყავხარ? რა იგრძნეს ცხოველებმა, როცა წყალმა სახლები დაატოვებინა და რა იგრძნეს ბავშვებმა, რომლებსაც საყვარელი ცხოველები აღარ დაუხვდათ იქ, სადაც მათი ტრადიციული შეხვედრის ადგილი იყო“.
სპექტაკლის ძირითადი სიუჟეტური ხაზის პარალელურად, „თეატრის მაღალი სცენიდან“ ფემინიზმზე, პატრიარქატზე, მშრომელთა უფლებებსა და ურბანულ პრობლემებზე გველაპარაკებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები