ქართულ ანიმაციურ ფილმს “მზის ჩასვლა” ანსის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ

მამუკა ტყეშელაშვილის ანიმაციური ფილმი “მზის ჩასვლა” ანსის საერთაშორისო კინოფესტივალმა არასაკონკურსო ჩვენებისთვის შეარჩია. ფილმს ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამაში აჩვენებენ.
“მზის ჩასვლა” მოგვითხრობს სხვადასხვა თაობის წყვილების სიყვარულზე, თუ როგორ ხვდებიან ახალგაზრდები ერთმანეთს, დრო გადის, სიყვარული კი უცვლელი რჩება. ანსის კინოფესტივალი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც 1960 წელს დაარსდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული საფრანგეთის ქალაქ ანსიში ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები