„თუ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები შევა, ის ქართული მხარის ინტერესების საზიანოდ არ უნდა მოხდეს“

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის რეგულაცია უნდა მოვახდინოთ იმგვარად, რომ ჩვენი კანონიერი ინტერესები არამც და არამც არ დაზარალდეს“,- აღნიშნული განცხადება, „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, თუ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები განხორციელდება, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს ქართული მხარის ინტერესების საზიანოდ.
„თუ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები განხორციელდება, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ქართული მხარის ინტერესების საზიანოდ. სხვა საკითხია, შესაძლებელია თუ არა გარკვეული კომპრომისები დაიშვას იმისთვის, რომ ქართულმა მხარემ ისარგებლოს გარკვეული პოლიტიკური ბონუსებით. თუ შესაძლებელია, რომ საქართველომ ევროკავშირის უშუალო ჩარევითა და მეთვალყურეობით ამ კანონში მოახდინოს კორექტირება იმგვარად, რომ ქვეყნის ინეტერესები არ დაზიანდეს, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში გადახედვა შესაძლებელია“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
რაც შეეხება კარასინის განცხადებას, ლორთქინაფიძის თქმით, მისი ტონი და დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ხელისუფლების მიმართ, არახალია.
„თინა ხიდაშელის სამხედრო კონფრონტაციული რიტორიკა არჩევნებამდე 6 თვით ადრე რუსეთის ოფიციოზს აუცილებლად გააკეთებინებდა იმ ტიპის განცხადებას, რასაც კარასინი აკეთებს. ეს არის რუსული იმპერიული ინტერესების წარმომდგენი დიპლომატი, რომელიც საგარეო უწყებას წარმოადგენს“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები