მარიამ ხაჭვანის ფილმს – “დინოლა შანხაიში“ LONG WEEK OF SHORT FILMS FESTIVAL-ზე აჩვენებენ

მარიამ ხაჭვანის ფილმს “დინოლა” შანხაიში აჩვენებენ. ჩვენება Long Week Of Short Films Festival ფარგლებში შედგება. 2015 წლის ნოემბერში “დინოლა” Eastern Neighbours Film Festival-ზე მონაწილეობდა. სწორედ ამ ფესტივალის პროგრამიდან შეირჩა 7 საუკეთესო ევროპული ფილმი შანხაისთვის.
“დინოლა” საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნული ქვრივის და სვანურ ტრადიციას შეწირული დედაშვილობის შესახებ მოგვითხრობს. ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელმაც მთავარი ჯილდოები 17 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ევროპის კინოაკადემიამ შეარჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები