„თი-ბი-სი გალერეაში“ ახალგაზრდა დიზაინერების არტპროექტის პრეზენტაცია გაიმართა

„თი-ბი-სი გალერეამ“ ორი ახალგაზრდა დიზაინერის ერთობლივი ნამუშევრის პრეზენტაციას უმასპინძლა. სოფიო სოროზნიშვილისა და ნუცა ხიზანიშვილის მიერ შექმნილი ბრენდის Integral-ის კოლექცია ათმა არტისტმა ორიგინალური პერფორმანსის სახით წარმოადგინა, რომელიც ხის კონსტრუქციისა და თაბაშირისგან შესრულებულ სკულპტურებს აერთიანებდა.
ქანდაკებები განასახიერებდნენ პერსონაჟებს, რომელთა ვიზუალი დროსა და სივრცეში მუდმივად იცვლება. ახალგაზრდა დიზაინერების გამოფენის კონცეფციაც ესაა – ადამიანი, რომელიც დროსა და სივრცეში ცვალებადია და მას პერიოდულად სხვადასხვა „როლის” მორგება უწევს. გამოფენის მსვლელობისას დამთვალიერებლებმა კოლექციის კონცეფციაზე შექმნილი ფილმიც იხილეს, რომლის რეჟისორები კატალინა ბაქრაძე, ანა სარუხანოვა, ხოლო ოპერატორი-ლევან მაისურაძე არიან. პრეზენტაციაზე დამთავლიერებელს ვიდეოარტის სახით წარმოდგენილი გოგლიკო ფიფიას ფოტოსესიისა და ახალგაზრდა ხელოვანის თინა მაყაშვილის მიერ შექმნილ ვიდეოარტის ნახვაც შეეძლო. გამოფენას „თი-ბი-სი გალერეა“ ერთი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები