ძეფირელის დადგმაში ქართველი სოპრანო იმღერებს

ქართველი ახალგაზრდა სოპრანო თეონა დვალი თავის წარმატებულ კარიერას საქართველოს ფარგლებს გარეთ ისევ აგრძელებს. ამჯერად თეონა დვალი ჟორჟ ბიზეს „კარმენში“ ფრასკიტას პარტიას იმღერებს, რომელიც ფრანკო ძეფირელის რეჟისურით არის დადგმული.
ინფორმაციას მომღერალი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს:
„ვიმღერებ ფრასკიტას პარტიას ფრანკო ძეფირელის გენიალურ დადგმაში, ამ ზაფხულს არენაზე. 93 წლის იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი მსოფლიოში კულტურის გამორჩეული ხელოვანია. მასთან მუშაობა ნებისმიერი ხელოვანისთვის დიდი პატივია“, – წერს ფეისბუქში თეონა დვალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები