ხალხური რეწვის გაკვეთილები ეთნოგრაფიულ მუზეუმში იწყება

2 აპრილიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქართული ხალხური რეწვის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღია ცის ქვეშ, ხალხური რეწვის ღია გაკვეთილებს გამართავს.
ხალხური რეწვის სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაიცნონ ტრადიციული ხელსაქმის ოსტატები, დახელოვნდნენ და აითვისონ ხალხური ხელობის სხვადასხვა დარგი და გადაარჩინონ ისინი მივიწყებას. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან: მეთუნეობას, დაზგურ და ჩხირებით ქსოვას, ტილოზე ნემსით ქარგვას, ხეზე კვეთას, ტრადიციულ მჭედლობასა და სხვა. პროგრამაში მონაწილეობის მიღება წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში თავისუფალია! რეგისტრაცია გაგრძელდება 22 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით. ხალხური რეწვის გაკვეთილები 27 ივნისამდე ყოველ შაბათ-კვირას, 13:00-დან 17:00 საათამდე, გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები