რეზო ჭოხონელიძის ხსოვნის საღამო გაიმართება

დღეს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის, “საუკუნის ქორეოგრაფის” წოდებისა და “ღირსების ორდენის” კავალერის, რეზო ჭოხონელიძის ხსოვნის საღამო გაიმართება.
საღამოში მონაწილეობენ: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი “ერისიონი”; ქუთაისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი “ბათუმი”; აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი “ნართები” და ზუგდიდის სახელმწიფო ანსამბლი “ჩელა“. ღონისძიება საქრთველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული ფილარმონიის, გაზეთ “საქართველოს ქორეოგრაფიის” რედაქციის მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები