საგარეჯოს თეატრი სპექტაკლის პრემიერას ლიტვაში გამართავს

საგარეჯოს მიხეილ ჭიაურელის სახელობის სახალხო თეატრი გასტროლზე ლიტვაში გაემგზავრა. 19 მარტს, ქალაქ კაუნასში (ლიტვის რესპუბლიკაში) ნიკოლოზ საბაშვილის ახალი სპექტაკლის ,,მე, შენ, ის“ პრემიერა გაიმართება.
ერთმოქმედებიანი კლოუნადა სამი მსახიობი მამაკაცისგან შედგება, რომელსაც საგარეჯოს თეატრის მსახიობები: პაატა ქვლივიძე, მიხეილ ხოკერაშვილი და ირაკლი ლიპარტელიანი თამაშობენ. რეჟისორმა სპექტაკლში სიტყვის ბარიერი მოხსნა და „მე, შენ, ის“ ყველასთვის გასაგებ ენაზე წარმოადგინა. გასტროლი 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება, მსახიობები 19 და 20 მარტს სპექტაკლს ორ სხვადასხვა ქალაქში ითამაშებენ.
1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები