მიხეილ ჯანელიძე ამერიკელ სენატორს, როჯერ ვიკერსს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკელ სენატორს, როჯერ ვიკერსს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ნატოს ვარშავის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების როლი და ასევე კონკრეტული ნაბიჯები, რაც საჭიროა ალიანსში ინტეგრაციის მიმართულებით. რამდენადაც ცნობილია, მინისტრმა სენატორს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო დროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამზადებელ საკითხებზე, რომელიც საქართველოში გაიმართება.სენატორმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ამერიკის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ინტერესების გატარების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები