ხევსურეთში უბედური შემთხვევის შედეგად 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ხევსურეთში, ბარისახო-შატილის გზის გაწმენდითი სამუშაოების დროს, საგზაო ტექნიკა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ტრაქტორის მძღოლი, სოფელ კაწალხევის მკვიდრი, 55 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გრუნტის საფარზე მოხდა და იმ მონაკვეთზე თოვლის საფარი არ იყო. როგორც “კვირას” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქმედებას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები