გია ვოლსკი: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის საერთოდ გაუქმება არ განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, თუ საქართველო საერთოდ გააუქმებს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონს.
ვოლსკის განმარტებით, კარასინის მოთხოვნაში გასაკვირი არაფერია, რადგან ეს რუსეთის პოზიციაა, აღმაშფოთებელი ის არის, რომ ოკუპაცია ხდება.
“რუსეთის მაღალი დონის წარმომადგენლისაგან არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი იტყვის, რომ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი უნდა გაუქმდეს. ეს მათი მოსაზრებაა, მათი პოზიციაა, ამაში გასაკვირი და აღმაშფოთებელი მხოლოდ ისაა, რომ ოკუპაცია ხდება”, – განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა, რომ “საუბარი კანონის გაუქმებაზე არარეალურია და წინაპირობებიც არ გააჩნია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები