დავით ზალკალიანი: პარტნიორი ქვეყნები საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იღებენ

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს პარტნიორები როგორც საგარეო უწყებიდან, ასევე, თბილისში აკრედიტირებული საკუთარი საელჩოებიდან იღებენ ამომწურავ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან ძალიან ახლოს, კოორდინაციის რეჟიმში ვართ. ყველა ინფორმაციის, ყველა განცხადების შესახებ, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში კეთდება, ინფორმირებულნი არიან. მე ვფიქრობ, ჩვენს პარტნიორებს საკუთარი წყაროებიც აქვთ. მათ აქვთ საელჩოები, რომლებიც არის აკრედიტირებული საქართველოში და, ბუნებრივია, ამ წყაროდანაც იღებენ ისინი ამ ინფორმაციას. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ჩვენი პარტნიორები ამის შესახებ არ არიან ინფორმირებულნი, ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ისინი როგორც ჩვენგან, ისე თბილისში აკრედიტირებული საკუთარი საელჩოებიდან იღებენ ამომწურავ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და იმაზე, თუ რა განცხადებები კეთდება საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები