რობი უილიამსისა და ელტონ ჯონის კონცერტებზე ბილეთები სიმბოლურ ფასად გაიყიდება

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ადასტურებს, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების – რობი უილიამსისა და ელტონ ჯონის ჩამოსაყვანად მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს და დეტალებიც ზუსტდება. მისივე განმარტებით, შემსრულებლების კონცერტი უფასო არ იქნება, თუმცა ბილეთის ფასები არც ძვირი იქნება.
„ამ კონცერტებზე, – ვგულისხმობ დიდ საერთაშორისო ვარსკვლავებს, – ბილეთები აუცილებლად გაიყიდება, ეს არ იქნება უბრალოდ ღია ცის ქვეშ კონცერტები. ბილეთები გაიყიდება, თუმცა, პრაქტიკულად, ბილეთების სიმბოლური ფასი იქნება, რომ მაქსიმალურად ყველა მსურველს კონცერტებზე დასწრების საშუალება მიეცეს “,-განაცხადა გიორგაძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგაძემ ისიც განაცხადა, რომ კონცერტებზე უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით იქნება დაცული, რადგან მუსიკოსები, პირველ რიგში, არა მათ, არამედ მაყურებლების უსაფრთხოებას აყენებენ წინ. „თავად არტისტების მოთხოვნებიც, პირველ რიგში, ასეთია, რომ ისინი სწორედ უსაფრთხოებაზე აკეთებენ აქცენტს, არა საკუთარი, არამედ მაყურებლის უსაფრთხოების საკითხებს აყენებენ წინ, იქამდე, სანამ ტექნიკაზე წავიდოდა საუბარი, ან ფინანსურ უზრუნველყოფაზე, ეს არის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი“, – განაცხადა გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები