ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმმა “ჩემი ბედნიერი ოჯახი” „ევრიმაჟის“ დაფინანსება მოიპოვა

ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმმა “ჩემი ბედნიერი ოჯახი” „ევრიმაჟის“ დაფინანსება მოიპოვა. ეს გადაწყვეტილება „ევრიმაჟის“ ფონდის მენეჯმენტმა რიგით 142-ე სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას მიიღო და 13 მხატვრული და 3 დოკუმენტური ფილმის პროექტი დააფინანსა. მთლიანობაში ფონდმა ამ პროექტებისთვის 4,485,494 ევრო გამოყო.
„ევრიმაჟის“ დაფინანსებით უკვე შექმნილია ისეთი წარმატებული ქართული ფილმები, როგორიცაა, “მანდარინები”, (ზაზა ურუშაძე), “სიმინდის კუნძული” (გიორგი ოვაშვილი), “ძმა” (თეონა და ტიერი გრენადე). ასევე საქართველოს მონაწილეობით შექმნილი ევროპული კოპროდუქციები “პრეზიდენტი” (მოჰსენ მაკმალბაფი), “ჩაიკა” (მიგელ ანხელ ხიმენესი), “გველის ნაკბენი” (ელდარ შენგელაია და რუსტამ იბრაგიმბეკოვი), “ეპიკი” (პაველ პავლიკოვსკი). საქართველო „ევრიმაჟის“ ფონდს კინოცენტრის რამდენიმეწლიანი რთული მოლაპარაკებების შედეგად 2011 წელს შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები