ელდარ შენგელაიას „კავკასიური ტრიო“ კინოპრემია „ნიკასთვის“ იბრძოლებს

გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას ფილმი „კავკასიური ტრიო“ რუსული კინოპრემიისთვის „ნიკა“ იბრძოლებს. ფილმი კინორეჟისორ ფუად იბრაგიმბეკოვთან ერთად (თეიმურაზ ბუტიკაშბვილის მონაწილეობით) 2015 წელსაა გადაღებული. ქართული კინოფირის „კავკასიური ტრიო“ კონკურენტები ესტონური, ყირგიზული, უკრაინული და ლიტვური ფილმები არიან. მთავარი ნომინაციის „საუკეთესო მხატვრული ფილმი“ „შორტ-ლისტში“ შესულია ალექსანდრე მინდაძის, სერგეი მოკრიცკის, დმიტრი მესხიევის, ვასილი სიგარევის, სტანისლავ გოვორუხინისა და ანა მელიქიანის ფილმები. „ნიკას“ დაჯილდოების ცერემონია 1 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები