თეა წულუკიანი: დღევანდელი ხელისუფლების პირობებში „ოდეერების“ ხანა დასრულებულია

„დღევანდელი ხელისუფლების პირობებში „ოდეერების“ ხანა დასრულებულია“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრი განმარტავს, რომ მათი ხელისუფლების პირობებში მომხდარია უპრეცედენტო რეფორმა უსაფრთხოების სამსახურებში. მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა სახელმწიფოს სჭირდება.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში მომხდარია უპრეცედენტო რეფორმა უსაფრთხოების სამსახურების, ძალოვანი სტრუქტურების. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა სახელმწიფოს სჭირდება, თუ ის სახელმწიფოა და, აქედან გამომდინარე, ჩვენ სწორედ „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირების კვალდაკვალ, გავყავით შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც დღეს ცალკე სტრუქტურაა, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. ჩვენთან დღეს არიან იმ კრიტიკული ობიექტების ფარგლებში მხოლოდ, სადაც შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოების თემები იქნეს კონცენტრირებული, უსაფრთხოების ოფიცრები.
ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც „ოდეერების“ ხანა დაამთავრა ამ ქვეყანაში და ვთვლი, რომ დღევანდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოდელი არის იმ რეფორმის პოზიტიური შედეგი, რომელიც გატარდა“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, რეფორმები არა მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურში, არამედ სხვა ძალოვან სტრუქტურებში,პროკურატურაში, ასევე, სასამართლოში გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები