“ვენეციის კომისიის პროფილი სწორედ ისაა, რომ მოუწოდოს ხელისუფლებებს, იყვნენ თავშეკავებულები”

ვენეციის კომისიის პროფილი სწორედ ისაა, რომ მოუწოდოს ხელისუფლებებს, იყვნენ თავშეკავებულები, როდესაც საკითხი სასამართლო ინსტიტუციებს ეხება, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ ვენეციის კომისიის განცხადების შეფასებისას განუცხადა.
“ბალანსი დასაცავია, თუმცა, ვენეციის კომისიასაც ვერ დაუწუნებთ განცხადებას და ვერ მივცემთ შენიშვნას. ეს მისი მოვალეობაა. ვფიქრობ, თეა წულუკიანის განცხადებები ობიექტურობის ძალიან დიდ მოცულობას მოიცავს და ეს ბალანსი დაცული იქნება. ზედმეტი არაფერი მოხდება. კანონი არ დაირღვევა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვენეციის კომისია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას აკრიტიკებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები