საქართველოში შესაძლოა, ეროს რამაზოტი ჩამოვიდეს

საქართველოში შესაძლოა, კიდევ ერთი მსოფლიო ვარსკვლავი, პოპულარული იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტიც ჩამოვიდეს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროს მსგავსი პროექტებისთვის თანხა გამოეყოფოდა. დღეს დილით საუბარი იყო ცნობილ მომღერალზე, რობი უილიამსზეც. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები