ხანძრის შედეგად “გუდვილში” 500 კვ. მ. ფართობი განადგურდა

ხანძრის შედეგად ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ საბურთალოს ფილიალის 500 კვ.მ ფართობი განადგურდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ძლიერი ცეცხლის შედეგად მაღაზიის გარდა სახურავიც დაიწვა.
ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებული არ არის.
ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილზე 13 სახანძრო ბრიგადაა გასული.
„კვირა“ დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანში მოგაწვდით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები