ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში კომპოზიტორ სულხან ცინცაძის კინო-მუსიკის საღამო გაიმართება

23 მარტს, 19:00 საათზე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში კომპოზიტორ სულხან ცინცაძის კინო-მუსიკის კონცერტი გაიმართება. საღამოს მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე, მ. ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი და მთავარი ქორმაისტერი ირინე ლომინაძე წარდგებიან. კონცერტის სოლისტები კი – ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე და გიორგი სუხიტაშვილი იქნებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები