საქართველოში ცნობილი მომღერალი რობი უილიამსი ჩამოდის

საქართველოში შესაძლოა, ცნობილი მომღერალი რობი უილიამსი ჩამოვიდეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინა კობახიძის განცხადებით, საუბარია კონცერტების თბილისსა და ბათუმში გამართვაზე, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მოლაპარაკება სხვა ვარსკვლავებთანაც იმართება.
“რობი უილიამსთან, ისევე როგორც სხვა ძალიან ბევრ ვარსკვლავთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისსა და ბათუმში კონცერტების გასამართად (ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად). აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში კულტურის სამინისტრო გააკეთებს განცხადებებს”, – წერს კობახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები