სააკაშვილის მოადგილე დარბაზიდან ხელში აყვანილი გააძევეს – ვიდეო

ოდესის საქალაქო საბჭოს სხდომაზე დღეს ინციდენტი მოხდა.ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მოადგილე ალექსანდრ ბოროვიკი საბჭოს დეპუტატმა დიმიტრი პალპატინმა სხდომათა დარბაზიდან ხელში აყვანილი გაიყვანა.
გუბერნატორის მოადგილეს მან თავდაპირველად ყვავილები მიართვა, შემდეგ კი ხელში აიყვანა და დარბაზიდან გააძევა. ფაქტს დეპუტატების გარდა ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ბოროვიკმა ოდესის მერის არჩევნების გაყალბებაში რეგიონული მთავრობა დაადანაშაულა.
“პეტრო პოროშენკოს ბლოკის” წევრი ალექსანდრ ბოროვიკი ოდესის საქალაქო საბჭოს სხდომას პირველად დაესწრო. მას შემდეგ, რაც 2015 წლის ოქტომბრის რეგიონული არჩევნების შედეგად დეპუტატი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები