მიხეილ სააკაშვილმა საგზაო ნიშანი ამოგლიჯა (ვიდეო)

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის შესასვლელში საგზაო ნოშანი ამოგლიჯა. ეს ნიშანი ქალაქში მაღალტონაჟიანი ავტოტრანსპორტის შესვლას კრძალავდა. ამის შესახებ სააკაშვილმა ფეისბუქზე დაწერა.
მანამდე ოდესის საბაჟოს უფროსმა იულია მარუშევსკაიამ განაცხადა, რომ კომპანია „ევროტერმინალი“ თავისი ტერიტორიის გავლით ავტომობილებისგან 20 დოლარს იღებს, რაც კორუფციული სქემის ნაწილია. გზაზე დაყენებული ამკრძალავი ნიშნის გამო სატვირთო ავტომობილებს ოდესის პორტში შესვლა მხოლოდ ერთი გზით შეეძლოთ. ამკრძალავი ნიშნის აღების შემდეგ სატვირთო ავტოტრანსპორტი, სოფელ უსატოვოს გავლით, ესტაკადაზე და შემდეგ პორტში ხვდება.
12834518_10205549416206387_1454249548_n 12421450_10205549416086384_664378715_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები