„მთავარი როლი“ – პრემიერა ზესტაფონის თეატრში

18 მარტს, 18:00 საათზე, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. თეატრი მაყურებელს ქართველი დრამატურგის თამარ ბართაიას, ლიტერატურულ პრემია „საბას“ 2010 წლის გამარჯვებულ პიესას – „მთავარი როლი“ შესთავაზებს.
ერთმოქმედებიანი კომედიის სცენარი თეატრში ვითარდება. მორიგი სპექტაკლის წინ პრიმა მსახიობი (მთავარი რეჟისორის საყვარელი) თეატრიდან მიდის. ამის შემდეგ რეჟისორი იწყებს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძებნას. დგამს ახალი პიესისას და ცდილობს, გაქცეული მსახიობის შემცვლელი იპოვოს. სპექტაკლში მაყურებელი ნახავს კულისებს მიღმა თეატრის ცხოვრებას – უტრირებულ, გამძაფრებულ და კომედიური პასაჟებით გამდიდრებულ სცენებს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი – გეგა ქურციკიძეა, მუსიკალური გამფორმებელი – გიგა ჩიქოვანი, დამდგმელი მხატვარი – ნათია ბერაძე და ტექნიკური რეჟისორი – მარი აბესაძე.
12596436_1245821785446427_915488096_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები