ბაჩო კიკაბიძე: 20.00 საათზე შესაძლოა, ტელეკომპანია „მაესტრომ“ მაუწყებლობა შეწყვიტოს

ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, დღეს საღამოს, 20.00 საათზე, შესაძლოა, ტელეკომპანია „მაესტრომ“ მაუწყებლობა შეწყვიტოს.
“ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს, ჭიქა ჩაისთან ისხდნენ ლევან გაჩეჩილაძე და ბატონი მოსამართლე და რასაც ჭორაობდნენ, ყველაფერი ფურცელზე გადაიტანეს. თუმცა, მანდ ბევრი უზუსტობაა და ამ განჩინების შესაბამისად შესაძლებელია, საერთოდ შეწყდეს „მაესტროს“ სახელის გამოყენება ყველა კომპანიისთვის, ვისაც ამის ძალიან დიდი სურვილი აქვს,“ – განაცხადა შპს ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა, ბაჩო კიკაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები