თავდაცვის სამინისტრო: ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე უწყების თანამშრომლები არასდროს ყოფილან
გავრცელებული ინფორმაცია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო შენახვა-გავრცელების ბრალდებით დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე წარსულში თავდაცვის სამინისტროში მსახურობდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, ზურაბ ჯამალაშვილსა და ირაკლი ფხალაძეს თავდაცვის სამინისტროში არასოდეს უმუშავიათ. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯამალაშვილიც და ფხაკაძეც თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის წევრები იყვნენ და იმ პერიოდიდან ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა სააგენტომ ჯამალაშვილის ადვოკატის, გიორგი ფოფხაძეზე დაყრდნობით გაავრცელა.