ვასილ ჯამალაშვილი: ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიება FBI-ს ჩართვის გარეშე შეუძლებელია

კუდის ყოფილი თანამშრომელი, ვასილ ჯამალაშვილი ამბობს, რომ ინტერნეტსივრცეში ბოლო დროს გავრცელებული ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიება ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს, FBI-ს ჩართვის გარეშე შეუძლებელია.
ვასილ ჯამალაშვილი შესაბამის პროცედურებზე “კვირასთან“ საუბრობს.
“პროცესში ყველა შემთხვევაში, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს, FBI-ს ჩართვაა საჭირო. ვინაიდან Youtobe არის google-ის მფლობელობაში და google ამერიკაშია. მისამართების დადგენას Youtobe -ზე წვდომა სჭირდება, რისი შესაძლებლობაც ქართულ სპეცსამსახურებს არ აქვთ“, – განუცხადა “კვირას“ ვასილ ჯამალაშვილმა.
ვასილ ჯამალაშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა მისი მამის ფარულ კადრებთან დაკავშირებითაც. როგორც ის დაკავებულ ვასილ ჯამალაშვილზე ამბობს, მამის დაკავების შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო.
“გარდა იმ ინფორმაციისა, რაც მედიაში გავრცელდა, სხვა დეტალებს არ ვფლობ. მას სხვა ოჯახი ჰყავს და ურთიერთობა არ მაქვს“, – აცხადებს ჯამალაშვილი.
ვასილ ჯამალაშვილის თქმით, მამამისი კუდის მაღალჩინოსანი არ არის. “ჩემი ინფორმაციით, მას არასდროს უმუშავია კუდში“, – აღნიშნავს ჯამალაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჯამალაშვილი და მისი ადვოკატი ირაკლი ფხალაძე პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ბრალდებით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით მიმდინარეობს (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები