ლეონიდ ჩერნოვეცკი გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს

პოლიტიკური მოძრაობა “ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პრემიერ – მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს!
ბოლო დროს საქართველოში აღინიშნება სწრაფი ინფლაცია, შესაბამისად, იზრდება ფასებიც და ამის არ შემჩნევა შეუძლებელია. ამასთანავე, საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა ბევრად აღემატება ქვეყანაში წარმოებულ და ექსპორტირებულ პროდუქციას!
გამომდინარე აქედან, მოგმართავთ შემდეგი ინიციატივით – სასწრაფოდ მოხდეს პენსიებისა და ფულადი დახმარებების ინდექსირება, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის და იმათთვის, ვისი თვიური ანაზღაურება 200 ლარს არ აღემატება.
ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ თქვენს კომპეტენციასა და იმ ვალდებულებებში შედის, რომლებიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების წინაშე გაქვთ აღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, უსახსრობამ, მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების ნაკლებობამ, შეიძლება უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს.
ცნობისთვის, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი, სადაც მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს. საქართველო ევროკავშირისკენ ისწრაფვის და აუცილებელია სახელმწიფომ თავისი მოქალაქეების მიმართ ჰუმანურობა გამოიჩინოს!
პატივისცემით,
პოლიტიკური მოძრაობა “ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი
ლეონიდ ჩერნოვეცკი”,- აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები