ლადო პაპავა: მე არ ვაპირებ გადადგომას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელი სტუდენტებისა და თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პაპავამ განაცხადა, შეხვედრაზე არ უსაუბრია სტუდენტების მთავარ მოთხოვნაზე – მის გადადგომაზე. მისი თქმით, მან სტუდენტებს მისცა დაპირება, რომ მათზე არანაირი ზეწოლა არ მოხდება.
„მათი მთავარი საკითხი თავიდანვე გამოირიცხა – რექტორის გადადგომის საკითხი. მე არ ვაპირებ გადადგომას. ისინი მიმართავენ იმ ფორმას, რა ფორმაც შეარჩიეს და რჩებიან აკადემიური საბჭოს ოთახში. მივეცი მათ პირობა, რომ მათზე რამე ზეწოლა, ან ზეგავლენა პოლიციის და დაცვის სამსახურის მხრიდან არ მოხდება. მათ არავინ დაარბევს. მე ვაპირებ ჩემს კაბინეტში შესვლას. საბჭოს სხდომა უახლოეს დღეებში არ არის დაგეგმილი და მათ შეუძლიათ, იმ ოთახში დარჩნენ“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
აღსანიშნავია, რომ რექტორთან შეხვედრამდე სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ და შიმშილობის დაწყებას აპირებდნენ. მათი თქმით, თათბირის შემდეგ გადაწყვეტენ, როდის და სად დაიწყება შიმშილობა, ასევე რამდენი სტუდენტი შეურთდება აქციის ამ ფორმას. ასევე ცნობილი ხდება, რომ შიმშილობის დაწყებას აპირებს პროფესორთა ნაწილი, რომლებიც მოითხოვენ, რომ ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა არ დატოვოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები