გიორგი მარგველაშვილი არტილერისტებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არტილერისტებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.
“ძვირფასო არტილერისტებო, რიგითებო, სერჟანტებო და ოფიცრებო, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს – არტილერისტის დღეს! დღეს გლობალური გამოწვევებისა და საფრთხეების პირობებში ჩვენ მოვალენი ვართ, გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ჩვენი სამშობლოს ერთიანობა კვლავ თითოეული ჩვენგანის უზენაესი მიზანია, საქართველო კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას აღიარებს. საქართველოს მოქალაქეების სახელით მადლობას გიხდით ქვეყნისა და ხალხის წინაშე თავდადებული სამსახურისათვის, რაც თქვენ არაერთხელ საქმით დაამტკიცეთ“,-აცხადებს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები