აფეთქება თბილისში – დაშავებულია ხუთი ადამიანი

თბილისში ნუცუბიძის პირველ პლატოზე აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა და ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანები დაზიანდა.
შემთხვევა ოთხსართულიანი საცხოვრწებელი კორპუსის პირველ სართულზე, მოხდა სადაც გამომცემლობა “ნათლისმცემელი” და საკანცელარიო ნივთების საწყობი მდებარეობს, სავარაუდოდ ავტომობილში ჩასამონტაჟებელი გაზის ბალონი აფეთქდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე სამაშველო სამსახურის სამი ეკიპაჟი იმყოფებოდა.
ასევე ადგილზე იმყოფება პოლიცია და ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები