კოტ-დივუარში პლაჟზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

აფრიკის დასავლეთ ნაწილში, გრან-ბასამის კურორტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. შეგახსენებთ, რომ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა ოტელ „ეტუალ დიუ სიუდთან“ პლაჟზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს. კურორტი ქვეყნის დედაქალაქიდან, აბიჯანიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. თავდასხმის შედეგად ორი სამხედრო და 14 მშვიდობიანი პირი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ოთხი ტურისტია დასავლეთის ქვეყნებიდან – საფრანგეთისა და გერმანიის მოქალაქეები. ყველა თავდამსხმელი მოკლეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო დაჯგუფებამ „ალ ქაიდა ესპანურ მაგრიბში“. 2002 წლამდე კოტ-დივუარი აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად ითვლებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები