რუსული მედია – სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდალი თანამდებობიდან გადადგა

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდალი ვიქტორ ჩირკოვი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, რუსი სარდლის გადადგომის მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.
ოფიციალური სტრუქტურები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, სარდლის მოვალეობას ამჟაამდ ადმირალი ვლადიმერ კოროლიოვი ასრულებს. გასულ წელს ჩირკოვმა ოპერაცია გადაიტანა და საავადმყოფოში გამოკვლევა ჩაიტარა. ამასთანავე, ჟურნალისტებმა ვერ დაადგინეს, რა ოპერაციაზეა საუბარი. სამხედრო-საზღვაო ძალებში ვიქტორ ჩირკოვმა მსახური 1982 წელს დაიწყო. 2009 წელს ის ბალტიის ფლოტის სარდლად დაინიშნა, ხოლო სამი წლის შემდეგ – რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები