ჟერარ დეპარდიე – რუსეთი ერთი დიდი ფარდულია

ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ, რომელიც რუსეთიდან ბელგიაში დაბრუნდა, რუსეთის ფედერაცია „ერთ დიდ ფარდულს“ შეადარა. მისი თქმით, თუ ასეთი ცხოვრება ოდესმე მოენატრება, ის რამდენიმე დღეს ფარდულში იცხოვრებს. ამის შესახებ ინფორმაციას eizvestia.com ავრცელებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დეპარდიემ თავისი ბინები გაყიდა, რომელიც მას რუსეთში ჰქონდა. ახლა მსახიობი დროის დიდ ნაწილს ბელგიაში ატარებს და ვენახს უვლის, რომელიც მას საფრანგეთში აქვს.
ცნობისთვის, ჟერარ დეპარდიემ რუსული პასპორტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირადი განკარგულებით მიიღო. ეს ჯილდო ფრანგ მსახიობს რუსეთის პრეზიდენტმა „კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები