სამხედრო თვითმფრინავმა, რომელიც იემენში დაიკარგა, კატასტროფა განიცადა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ავიაგამანადგურებელი, რომელთანაც დღეს კავშირი გაწყდა, იემენის მთებში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილის აღმოჩენის შესახებ ადგილობრივმა მედიამ განაცხადა.
ჟურნალისტების ცნობით, ეკიპაჟის ბედის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. საუდის არაბეთის ტელევიზია იუწყება, რომ ისინი, სავარაუდოდ, დაიღუპნენ.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. არაბეთის საამიროების თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. რა ტიპის თვითმფრინავზეა საუბარი, უცნობია. არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიარაღებაში შედის სხვადასხვა მოდიფიკაციის ამერიკული F-16 და ფრანგული Mirage-2000.
შეგახსენებთ, რომ არაბეთის საამიროები იემენში სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ ამბოხებული ხუსიტების წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები