სააკაშვილი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას აპირებს

ოდესის გუბერნატორის მრჩეველმა, ალექსანდრე ბოროვიკმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ბოროვიკმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
„ძალიან მალე ჩვენ პოლიტიკური პროგრამა გვექნება. ეს, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო პროგრამა იქნება. ეს იქნება მემარჯვენე ცენტრისტული, ფისკალურ-კონსერვატიული და სოციალურ-ლიბერალური პროგრამა.
ჩვენ გვსურს დემოკრატიული, ევროპული პარტიული ორგანიზაციის შექმნა, რომლის ლიდერებს დემოკრატიული გზით აირჩევენ“, – განაცხადა ბოროვიკმა.
მან სააკაშვილის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც თავის მთავარ მიზნად უკრაინაში პოლიტიკური ელიტის გამოცვლა დაასახელა. „თუ თქვენ მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს შეხედავთ, ეს სულ „ძველი“ ადამიანები არიან. იგივე ხდება მათ პარტიებშიც. ასეთი ხალხი არის „პოროშენკოს ბლოკშიც“ და „იულია ტიმოშენკოს ბლოკშიც“, – აცხადებს ბოროვიკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები