ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობის გრძელვადიან პერსპექტივას განიხილავს
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების უახლოეს შეხვედრაზე რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებზე იქნება საუბარი. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება.
როგორც გამოცემას ევროკავშირში წყარომ შეატყობინა, ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობები პრინციპის business as usual („საქმიანი ურთიერთობები“) დაცვით აღარ აღდგება. ახალი სტრატეგია ბრიუსელში, სავარაუდოდ, 14 მარტს შემუშავდება. „კომერსანტის“ ინფორმაციით, გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას რუსეთიც გეგმავს, თუმცა რას, არ კონკრეტდება.