ავარია რუსთავში – დაშავებულია ოთხი ადამიანი

რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს “ფორდი”-ს და “ჰონდა”-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარია რუსთაველის და ბათუმის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები