ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ველოსიპედით მოსიარულე მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოსიარულე მამაკაცს და ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა.
ველოსიპედით მოსიარულე ადგილზე გარდაიცვალა, ქვეითად მოსიარულეები კი დაშავდნენ. შემთხვევა რუსული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი, ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები