სოფელ აწყურში ტრაილერის გადაბრუნებას ადამიანი ემსხვერპლა

ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საგზაო ავარია დიზელის გადამზიდი ტრაილერის გადაბრუნებას მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევამ, ახალციხისკენ მომავალი სოფლის მეურნეობის მინისტრის ესკორტიც კი შეაფერხა. მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე ოთარ დანელიაც იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო – სამედიცინო დახმარებისა ბრიგადები. როგორც შსს-მ „კვირას“ განუცხადა. მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები