ოზურგეთში  ხანძრის შედეგად 20 ჰექტრამდე ფართობი დაიწვა

ქალაქ ოზურგეთში, დაბა ანასეულის ტერიტორიაზე ცეცხლი 20 ჰექტრამდე ფართობს ეკიდა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია გურიისა და ქობულეთის შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო ბრიგადები.
ადგილზე გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მერის მოადგილეებთან და გურიის შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები